მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

„კოვიდ-19“ ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 26 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსის 60 527 292 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 1 423 292 ადამიანი.

მთელს მსოფლიოში დღემდე ვირუსი 38 532 900 მა ადამიანმა დაამარცხა.

ოთხშაბათს მთელ მსოფლიოში ვირუსის 635 138 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 12 351 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ვირუსის 12 778 256 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 262 283 ადამიანი.

ამერიკის შემდეგ მოდის ინდოეთი, სადაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი 9 266 705 ადამიანს დაუდასტურდა. დაღუპულია 135 223 ადამიანი.

ინდოეთის შემდეგ მოდის ბრაზილია ექვს მილიონზე მეტი ინფიცირებულით. ბრაზილიაში დაღუპულია 170 769 ადამიანი. შემდეგ მოდის საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია.