მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებზე ამერიკაში ბაზირებული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
სულ მსოფლიოში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 650 000-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 368 ათასზე მეტი ადამიანი.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსი 475 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობით კი, პირველ ადგილს იტალია იკავებს. აქ კორონავირუსს 18 849 ადამიანი ემსხვერპლა.