მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ამჟამად გარდაცვლილთა რიცხვი 16 523-ია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც ახალ კორონავირუსს 13 798 ადამიანი ემსხვერპლა. მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 10 993 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 485 ნიუ იორკში.​

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ და დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებს 31 დეკემბრიდან აღრიცხავს.