მსოფლიოში კორონავირუსის 607 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში კორონავირუსის 607 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამეში, მსოფლიოში კორონავირუსის 607 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში სულ კორონავირუსით 165,77 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსს 12,4 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და სულ ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 3,43 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო დღე-ღამეში აღრიცხული კოვიდშემთხვევების 46% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ვირუსის 207 102 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, მესამეზე კი, ევროპა, სადაც 61 960 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ აშშ-შია, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი, ბრაზილია.