მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 590 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23:13, 15.11.2020

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 590 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაცით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 8 212 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი შემთხვევების 42 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე მოდის, მეორე ადგილზე კი ევროპის კონტინენტია.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 220 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექცია 53.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 1 300 000-ზე მეტი დაიღუპა.

მსოფლიოში ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც ინფექცია დღემდე 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი