მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 718 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა
მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 718 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 718 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციის 133.55 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 12 639 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 2 894 295-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასულ დღე-ღამეში აღრიცხული ახალი შემთხვევების 35 პროცენტზე მეტი ევროპაზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.