მსოფლიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 515 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 515 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 515 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს.

ეპიდემიის შედეგად, ბოლო დღე-ღამეში 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების შემთხვევათა 55% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, სადაც ვითარება განსაკუთრებულად მძიმეა ინდოეთში.

მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი – ევროპა.

საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 163.31 მილიონს შეადგენს, მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 3.38 მილიონი ადამიანისთვის.