მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 24 247 ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 24 247 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 24 247 ადამიანი დაინფიცირდა, 1061 ადამიანი კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პლანეტაზე, 20 მარტის საღამოს მონაცემებით, 234 073 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 104 591 ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მოგვიანებით ვირუსი 140 ქვეყანაში გავრცელდა. კოვიდ-19-ის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.