მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1 069 836-ს შეადგენს.
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7,6 მილიონს აღწევს. მეორე ადგილზე არის ინდოეთი, 6,9 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც „კოვიდ-19“ 5 055 888 ადამიანს დაუდასტურდა.