მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი 10 ფეხბურთელიდან 8 საუდის არაბეთში თამაშობს #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა შეადგინა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი. სიის ტოპათეულში დომინირებენ მოთამაშეები, რომლებიც საუდის არაბეთის ლიგაში გამოდიან. გამონაკლისები არიან კილიან მბაპე (პსჟ) და ლიონელ მესი (ინტერ მაიამი).
რეიტინგის ლიდერები არიან „რეალში“ ყოფილი თანაგუნდელები – კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა. ისინი, საუდის არაბეთში თამაშის სანაცვლოდ, წელიწადში 200 მილიონ ევროს იღებენ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში:
კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი) – 200 მლნ. ევრო წელიწადში
ქარიმ ბენზემა (ალ-ითიჰადი) – 200 მლნ.
ნეიმარი (ალ-ჰილალი) – 100 მლნ.
ნ’გოლო კანტე (ალ-ითიჰადი) – 100 მლნ.
კილიან მბაპე (პსჟ) – 70 მლნ.
ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 45 მლნ.
სადიო მანე (ალ-ნასრი) – 40 მლნ.
ჯორდან ჰენდერსონი (ალ-ითიფაკი) – 40 მლნ.
რიად მაჰრეზი (ალ-აჰლი) – 35 მლნ.
კალიდუ კულიბალი (ალ-ჰილალი) – 30 მლნ.