მსოფლიოს თასი 2011 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს თასი 2011 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

2011 წელს მსოფლიო თასს ახალმა ზელანდიამ უმასპინძლა. ეს „ბორჯღალოსნებისთვის“ ზედიზედ მესამე მსოფლიო თასი იყო.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ინგლისი, არგენტინა, შოტლანდია და რუმინეთი ჰყავდა.

ისევე როგორც 2007 წელს, ქართველებმა ამ ტურნირზეც ერთი თამაში მოიგეს – ტრადიციული მეტოქე რუმინეთის ნაკრები 25:9 დაამარცხეს. შეხვედარის ერთდერთი ლელო მამუკა გორგოძემ გაიტანა.

მერაბ კვირიკაშვილის  ერთ გარდასახვასა და ხუთ ზუსტ ჯარიმას, მალხაზ ურჯუკაშვილის ერთი ჯარიმაც დაემატა და საბოლოოდ ჯგუფური ეტაპი ამჯერადაც ერთი მოგებითა და მეოთხე ადგილით დავასრულეთ – მხოლოდ რუმინეთის ნაკრებს გადავასწარით.