მსოფლიო თასი 2007 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო თასი 2007 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

2007 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთში საქართველოს ნაკრები ჯგუფში არგენტინასთან, საფრანგეთთან, ირლანდიასა და ნამიბიასთან მოხვდა.

ეს მსოფლიო თასი „ბორჯღალოსნებისთვის“ ისტორიული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგეს – ნამიბია 30:0 დაამარცხეს.

ამ მატჩში ქართველებმა სამი ლელოს დადება მოახერხეს (ა. გიორგაძე, კაჭარავა, მაჩხანელი). საბოლოოდ „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ნამიბიის ნაკრებს გადაასწრეს.