მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე უკრაინელი ლომაჩენკოა
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე უკრაინელი ლომაჩენკოა

ამერიკულმა სპორტულმა ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა მსოფლიო საუკეთესო მოკრივეთა განახლებული რეიტინგი, რომელშიც ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლები არიან თავმოყრილნი.

აღსანიშნავია, რომ სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ტოპ-ათეულიდან გავარდა. ეს საჩემპიონო ბრძოლაში ენდი რუისთან წაგების შემდეგ მოხდა. TOP10-ში ჯოშუას ადგილი დაიკავა ასევე სუპერმძიმე წონაში WBC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა.

პირველი ადგილი შეინარჩუნა მჩატე წონაში ორი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვასილი ლომაჩენკომ.

1. ვასილი ლომაჩენკო (უკრაინა, 13-1, მჩატე წონა, ჩემპიონი WBA და WBO)

2. ტერენს კროუფორდი (აშშ, 35-0, ნახევრადსაშუალო წონა, ჩემპიონი WBO)

3. საულ ალვარესი (მექსიკა, 52-1-2, საშუალო წონა, ჩემპიონი WBC, WBA და IBF)

4. ნაოია ინუე (იაპონია, 18-0, უმჩატესი წონა, ჩემპიონი WBA და IBF)

5. ეროლ სპენსი (აშშ, 25-0, ნახევრადსაშუალო წონა, ჩემპიონი IBF)

6. ალექსანდ უსიკი (უკრაინა, 16-0, პირველი მძიმე წონა, ჩემპიონი IBF)

7. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი, საშუალო წონა, 39-1-1)

8. ხუან ესტრადა (მექსიკა, 39-3, მეორე უმჩატესი წონა, ჩემპიონი WBC)

9. მაიკი გარსია (აშშ, 39-1, ნახევრადსაშუალო წონა)

10. დეონტეი უაილდერი (აშშ, 41-0-1, სუპერმძიმე წონა, ჩემპიონი WBC)

დატოვე კომენტარი