ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა განახლებული საკრივო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა წონითი კატეგორიის მოკრივე შედის.
მსუბუქ წონაში ლიდერობას კვლავინდებურად ინარჩუნებს WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვასილ ლომაჩენკო (14-1, 10KO). ტოპ-ათეულში კიდევ ერთი უკრაინელი ალექსანდრ უსიკი (17-0, 13KO) შედის.
ESPN-ის ვერსიით მოკრივეთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ვასილი ლომაჩენკო (უკრაინა)
2. ტერენს კროუფორდი (აშშ)
3. საულ ალვარესი (მექსიკა)
4. ნაოია ინუე (იაპონია)
5. ეროლ სპენსი (აშშ)
6. ალექსანდრ უსიკი (უკრაინა)
7. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი)
8. ხუან ფრანსისკო ესტრადა (მექსიკა)
9. მენი პაკიაო (ფილიპინები)
10. მაიკი გარსია (აშშ)