მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი | პირველი ნახევარფინალური წყვილი - „ფლუმინენსე“ VS „ჩელსი“ #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაირკვა პირველი ნახევარფინალური წყვილი – ბრაზილიური „ფლუმინენსე“ ინგლისური „ჩელსის“ წინააღმდეგ.
„ფლუმ“ მეოთხედფინალში „ალ ჰილალი“ 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ელოდა „ჩელსისა“ და „პალმეირასის“ წყვილში გამარჯვებულს.
მე-16 წუთზე გატანილი გოლით ინგლისელები დაწინაურდნენ, 53-ზე ესტევაომ წონასწორობა აღადგინა. ბევრი, შესაძლოა, დამატებით დროსაც ელოდა, თუმცა 83-ე წუთზე გადამწყვეტი აღმოჩნდა ვევერტონის გოლი საკუთარ კარში.
„ჩელსიმაც“ 2:1 მოიგო და ნახევარფინალში „ფლუმინენსეს“ 8 ივლისს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.