მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტო ექვსი თვით ძიუდოდან მოკვეთეს
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტო ექვსი თვით ძიუდოდან მოკვეთეს

იაპონიის ძიუდოს ფედერაციის და ნაკრების მთავარი მწვრთნელის კოსეი ინოუეს გადაწყვეტილებით, 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი სოიჩი ჰაშიმოტო ექვსი თვით ნაკრებიდან მოკვეთეს.

ექვსი თვის განმავლობაში ჰაშიმოტოს აეკრძალა ნებისმიერი სახის შეჯიბრზე გამოსვლა, შემდეგ კი ტურნირებზე გამგზავრების უფლებას მხოლოდ საკუთარი ხარჯით მიიღებს.
მას ასევე გაუუქმეს მთელი წლის სტიპენდია, აეკრძალა ეროვნულ საწვრთნელ ცენტრში და სპორტის მეცნიერებათა ისნტიტუტში ვარჯიში.

იაპონიის ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ჰაშიმოტოს ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზად დისციპლინარული დარღვევა დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონმა სპორტის მეცნიერებათა ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში შესასვლელი მისი კუთვნილი საშვი მეგობარს მისცა, აქ სტუმრების შეშვების საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს და ის დარღვევაში დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ამხილეს.