მსოფლიოს ერთა ჩემპიონატი – ახალი სარაგბო ტურნირი, რომლის დაარსების შემთხვევაში საქართველო გრანდებს დაუპირისპირდება #1TVSPORT

17:32, 28.03.2022

2019 წელს დაიბადა იდეა ახალი საერთაშორისო ტურნირის შექმნის შესახებ. წლეულს IRB-ში აქტიურად მსჯელობენ ამ იდეის ხორცშესხმაზე.

იგეგმება 24-გუნდიანი შეჯიბრების ჩატარება სახელწოდებით მსოფლიოს ერთა ჩემპიონატი. მასში გუნდები ორად გაიყოფა და დაშვებული იქნება გავარდნა-აღზევების სისტემა.

გეგმის ხორცშესხმის შემთხვევაში პირველი ტურნირი 2024 წელს ჩატარდება და მასში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამოვლინდება. მსოფლიოს ერთა ჩემპიონატი ჩაანაცვლებს საერთაშორისო ტესტებს.

მსგავსი