მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. იტალიის ხელისუფლების განცხადებით მიმდებარე სოფლებს საფრთხე არ ემუქრებათ. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ უარესიც გვინახავს“, – განაცხადა იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ფერფლისა და მცირე ზომის ქვების ცვენის გამო ხელისუფლებამ კატანიის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ვულკანის სიახლოვეს მდებარე სამი სოფელის მდგომარეობაზე დაკვირვება მიმდინარეობს.

3 324 მეტრის სიმაღლის ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევროპაში, რომელიც ხშირად იფრქვევა. ის იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს.