მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა

გერმანია-დანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტიტულისთვის ბრძოლას ორ ექვსგუნდიან ჯგუფად დაყოფილი 12 საუკეთსო ნაკრები განაგრძობს. მეორე ეტაპზე მათ ერთმანეთში მოპოვებული ქულები გადაჰყვათ. ქულათა მაქსიმუმით მხოლოდ 3 გუნდია: ხორვატია (E ჯგუფი), დანია და შვედეთი (ორივე F ჯგუფი).

ბოლო ტურში ხორვატიამ ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 23:19 დაამარცხა; ფრედ 25:25 დასრულდა გერმანია-საფრანგეთის მატჩი; ისლანდიამ უშუალო კონკურენტ მაკედონიას 24:22 აჯობა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა;  ბრაზილიამ ადვილად, 35:26 მოუგო სამხრეთ კორეას.

E ჯგუფში ასეთი ვითარებაა: ხორვატია – 4 ქულა, გერმანია და საფრანგეთი – 3-3 ქულა, ესპანეთი – 2 და უქულოდ ბრაზილია და ისლანდია.

F  ჯგუფში მოხვედრილმა დანიელებმა 30:26 მოუგეს ნორვეგიას; შვედებმა ბოლოს გამოგლიჯეს 2 ქულა უნგრეთს 33:30. ჯგუფის ფავორიტებად მასპინძელი დანია და შვედეთი რჩებიან 4-4 ქულით. ნორვეგიას 2 ქულა აქვს. თითო-თითო ქულა აქვთ უნგრეთს და ეგვიპტეს, არცერთი ტუნისს.

მეორე რაუნდში გუნდები 3-3 შეხვედრას გამართავენ და 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალურ წყვილებს შეადგენს.