ხელბურთი | დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება
ხელბურთი | დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება

ეგვიპტეში მიმდინარე ხელბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საინტერესო ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

საფრანგეთის ეროვნული გუნდი შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთის ნაკრები დანიას შეხვდება. შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს მეოთხედფინალური მატჩები შედგა, სადაც დანიამ ეგვიპტე ანგარიშით 39:38 დაამარცხა. ამ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, ხოლო შემდეგ – პენალტების სერიის.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური დაპირისპირება საფრანგეთსა და უნგრეთს შორის ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ფრანგებმა ანგარიშით 35:32 იმარჯვეს.

ესპანეთის ნაკრებმა ნორვეგიას 31:26 მოუგო, ხოლო შევედეთმა ყატარს აჯობა ანგარიშით 35:32.

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, საფრანგეთი-შვედეთი, დღეს თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება, ხოლო ესპანეთი-დანია 23:30-ზე.