მსოფლიო თასის შემდეგ ირლანდიას ახალი მწვრთნელი ეყოლება
მსოფლიო თასის შემდეგ ირლანდიას ახალი მწვრთნელი ეყოლება

ჯო შმიდტი, რომელსაც მონაკოში გამართულ მსოფლიო რაგბის დაჯილდოვებაზე 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა, მსოფლიო თასის შემდეგ გუნდს დატოვებს და ადგილს ამჟამინდელ დაცვის მწვრთნელს, ენდი ფარელს დაუთმობს.

53 წლის შმიდტმა უკვე განაცხადა, რომ აქტიური სპორტიდან წასვლას და საკუთარი ოჯახისთვის მეტი ყურადღების დათმობას გეგმავს. ირლანდიის ნაკრების სათავეში ის 2013 წლიდან იყო და ამ პერიოდში გუნდმა მესამე „დიდი სლემი“ შეასრულა, რაც „ექვსზე ერზე“ ხუთივე მატჩის მოგებას ნიშნავს, და სახლში პირველად დაამარცხა ახალი ზელანდია.

„ვხედავ, რომ ირლანდიური რაგბი კარგ ხელშია. მენეჯმენტი და მოთამაშეები საოცრად მუშაობდნენ და მხარდაჭერაც ყველგან არაჩვეულებრივი გვქონდა“, – განაცხადა შმიდტმა.

რაც შეეხება 43 წლის ენდი ფარელს, ირლანდიის ეროვნულ გუნდში დაცვის მწვრთნელად მუშაობა მან 2016 წელს დაიწყო, მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში, ინგლისის ნაკრებში მუშაობდა.

„უდიდესი პრივილეგიაა ამ პრესტიჟულ თანამდებობაზე ჩემი განხილვა“, – ამბობს ფარელი, – „ჯოსგან ბევრი რამ ვისწავლე და მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ბევრს ვისწავლი. ახლა 2019 წლისთვის ერთად ვემზადებით“.