მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში - ხორვატია, ესპანეთი და შვედეთი კვლავ ქულათა მაქსიმუმით
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში, დღეს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებია. გუშინ ბოლოსწინა ტური B და D ჯგუფებში ჩატარდა. B ჯგუფში ხორვატებმა ადვილად 32:20 აუტსაიდერ ბაჰრეინს მოუგეს. ესპანეთმაც დიდი ანგარიშით 32:21 დაამარცხა მაკედონია, მაგრამ წინა მატჩის მსგავსად პირველ ტაიმში ესპანელები აქაც ხშირად მდევრის როლში იყვნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ექვსქულიანი გაქცევა მოახერხა და იოლად მოიგო. ისლანდიამ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მესამეზეა. კუნძულელების დაპირისპირებაში ისლანდიამ 25:21 იაპონიას აჯობა .
D ჯგუფში, ერთპიროვნულ ლიდერს – შვედეთის ნაკრებს, ყატართან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია. ზახრისონის და ნილსონის 7-7-მა გოლმა სკანდინავების გამარჯვება 23:22 მნიშვნელოვანწილად განაპირობა. პირველი მატჩი მოიგო არგენტინამ. სამხრეთ ამერიკელებმა 33:26 ანგოლას სძლიეს. მეორდ ითამაშა ფრედ უნგრეთმა, ამჯერად ეგვიპტესთან 30:30.
ბოლო ტურის პრაქტიკულად ყველა შეხვედრას სატურნირო დატვირთვა აქვს.