მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოკეიში – კანადას შვეიცარიასთან საუკეთესო სნაიპერი არ ეყოლება

14:03, 23.05.2019

კანადის ნაკრების თავდამსხმელი ანტონი მანტა მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ მეოთხედფინალურ მატჩში შვეიცარიის წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. იგი დისკვალიფიცირებულია ერთი მატჩით.

„ნეკერჩხლის ფოთლების“ საუკეთესო სნაიპერი დასჯილი იქნა ამერიკელი კოლინ უაიტის წინააღმდეგ კისრის და თავის არეში სახიფათო თამაშისთვის. მანტამ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ მატჩში 12 (7+5) ქულა დააგროვა.

მსგავსი