მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერაყის ნაკრების ერთადერთი გოლის ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერაყის ნაკრების ერთადერთი გოლის ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

ერაყის ნაკრების ყოფილი ფორვარდი აჰმედ რადი 56 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა.

ფეხბურთელი საავადმყოფოში 13 ივნისს გადაიყვანეს, გარკვეული დროის შემდეგ იქიდან გამოწერეს, 18 ივნისს კი ისევ მოხვდა კლინიკაში მდგომარეობის გაუარესების გამო. რადის COVID-19 დაუდასტურდა.

რადი ერაყული ფეხბურთის ისტორიაშია შესული. ის არის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერაყის ნაკრების ერთადერთი გოლის ავტორი – მან თავი გამოიჩინა 1986 წლის პირველობაზე ბელგიის ნაკრებთან მატჩში (1:2).

რადი 1988 წელს აზიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.