უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტს მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი აიღებს.
პირველ საშეჯიბრო დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ, სადაც საქართველოს სახელს ხუთი მოჭიდავე დაიცავს. ესენი არიან:რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემ ბოლქვაძე (65 კგ), მირზა სულუხია (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).
დღეს ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის დაპირისპირებები გაიმართება. შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
ასპარეზობას შეგიძლიათ თვალი ამ ბმულზე ადევნოთ.