მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს

11:04, 28.10.2019

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტს მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი აიღებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ, სადაც საქართველოს სახელს ხუთი მოჭიდავე დაიცავს. ესენი არიან:რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემ ბოლქვაძე (65 კგ), მირზა სულუხია (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

დღეს ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის დაპირისპირებები გაიმართება. შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

ასპარეზობას შეგიძლიათ თვალი ამ ბმულზე ადევნოთ. 

მსგავსი