მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალის ჩატარებაზე სამი ამერიკული ქალაქი აცხადებს პრეტენზიას #1TVSPORT
სტადიონები დალასსა და ლოს ანჯელესში, აგრეთვე არენა „მეტლაიფი“ ნიუ იორკის გარეუბანში მთავარ პრეტენდენტებად დასახელდნენ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალის ჩატარებაზე. ამის შესახებ დაწერა Global Tourism-ის ჟურნალისტმა, დევიდ ჰაბტერიამ.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ, მატჩები 16 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. პირველად ჩემპიონატს სამი მასპინძელი ეყოლება და პირველად ტურნირში 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ვარაუდობენ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფინალის ჩატარების ადგილს 2023 წლის სექტემბერში გამოაცხადებს.