მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი 66 ათასად გაიყიდა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი 66 ათასად გაიყიდა

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა აუქციონზე გაყიდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი, – წერს გამოცემა „ლე სუარი“.

არ სახელდება ფეხბურთელის გვარი და არც მიზეზი, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მედალი 66 ათას ევროდ გაიყიდა.

ასევე აუქციონზე გამოტანილი იყო მსოფლიოს 1994 და 2002 წლის ჩემპიონატების ოქროს მედლები. მათში, შესაბამისად, 44 და 46 ათასი ევრო გადაიხადეს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა 4:2 დაამარცხა ხორვატიის ნაკრები.