მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა კარიერა დაასრულა
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა კევინ გროსკროიტცმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ნახევარმცველმა 32 წლის ასაკში გადაწყვიტა ფეხბურთის დატოვება, – იტყობინება გამოცემა „კიკერი“.

გროსკროიტცის ბოლო კლუბი იყო „იურდინგენი“, რომელიც მესამე ბუნდესლიგაში თამაშობს. ამ გუნდიდან ნახევარმცველი 2020 წლის ოქტომბერში წავიდა.

გროსკროიტცმა კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „დორტმუნდში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 236 მატჩი ჩაატარა, 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია, 2011 და 2012 წლებში კი გერმანიის ჩემპიონი გახდა.

ფეხბურთელს ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული გერმანიის ნაკრებში.