მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
64 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ანდრეას ბრემე, – იტყობინება გაზეთი Bild-ი.
ბრემეს ორშაბათს, გვიან ღამით გულის შეტევა დაემართა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ყოფილი ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კარიერის განმავლობაში ბრემე „კაიზერსლაუტერნში“, „ინტერში“, „ბაიერნში“, „ზაარბრიუკენსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა.
ანდრეას ბრემე გახლავთ გამარჯვების გოლის ავტორი მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალში, როცა გერმანიის ნაკრებმა არგენტინა 1:0 დაამარცხა.