მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია - 2020 წელს გლობალური ვაჭრობა შესაძლოა, 32 პროცენტითაც შემცირდეს
მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია - 2020 წელს გლობალური ვაჭრობა შესაძლოა, 32 პროცენტითაც შემცირდეს

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის დირექტორის, რობერტუ კარვალიუ დი აზივედუს თქმით, 2020 წელს გლობალური ვაჭრობა 13 ან 32%-ით შემცირდება.

როგორც რობერტუ კარვალიუ დი აზივედუ ამბობს, ეს რიცხვები გამოხატავს როგორც ოპტიმისტურ, ისე პესიმისტურ პროგნოზსაც.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემია, მსოფლიოს 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე მეტად დააზარალებს.

„კარგ შემთხვევაში მსოფლიო ვაჭრობა სწრაფად აღდგება. ამის მიღწევა მხოლოდ თანამშრომლობითაა შესაძლებელი“, – განაცხადა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისი ვარაუდით, თუ 2020 წელს მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს, მომავალ წელს ეკონომიკა რეგიონების უმეტესობაში 20%-ით გაიზრდება.