მიუნხენში მიმდინარე მსოფლიო თასზე, 25 მეტრიან დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, შესარჩევი ეტაპი დაასრულა ნინო სალუქვაძემ. პირველ დღეს დაგროვებულ 280 ქულას ოლიმპიურმა ჩემპიონმა დღეს 290 ქულა დაამატა და 570 ქულით 64-ე პოზიციაზე გავიდა.
ვაჟებში 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ცოტნე მაჭავარიანმა და ლევან ქადაგიძემ იასპარეზეს. ფინალში მოხვედრა ვერც ერთმა შეძლო. მაჭავარიანმა 578 ქულა (96, 94, 97, 99, 97, 95) დააგროვა და 22-ე ადგილზე მოხვდა. ქადაგიძემ 568 ქულით (95, 94, 96, 94, 95, 94) გამოსვლა 90-ე საფეხურზე დაასრულა.
პნევმატური იარაღიდან ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე 29 მაისს ისვრიან. 30-ში კი შერეული წყვილების ასპარეზობა გაიმართება.
მიუნხენის ტურნირი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრია.