მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ავსტრალიას ედი ჯონსი გაწვრთნის #1TVSPORT
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ავსტრალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – „ვოლაბებს“ ინგლისის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, 62 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯონსი გაწვრთნის.
ჯონსი „ვოლაბებს“ 2001-05 წლებში ერთხელ უკვე წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით ავსტრალიამ 2003 წლის მსოფლიო თასზე ფინალში ითამაშა, მაგრამ ინგლისის ნაკრებთან 17:20 დამარცხდა. 2015 წლიდან ავსტრალიელი სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, სადაც 2022 წლამდე იმუშავა.
🦘 Excited to have Eddie back on board.
We’d like to thank Dave for his service to the team and wish him the best for the future.#Wallabies pic.twitter.com/TQJ6Awsbld
— Wallabies (@wallabies) January 15, 2023
ედი ჯონსი ავსტრალიას 2027 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა. „ბორჯღალოსნები“ ქვეჯგუფის პირველ მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ „სტად დე ფრანსზე“, 9 სექტემბერს ჩაატარებენ.