მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი მაყურებელი „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩს დაესწრო #1TVSPORT

11:22, 03.07.2025

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის რვა შეხვედრას საშუალოდ 42 751 მაყურებელი დაესწრო — ეს მაჩვენებელი ჯგუფურ ეტაპთან შედარებით 23 პროცენტით მეტია.

ყველაზე ხალხმრავალი მატჩი ატლანტაში გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისა“ და ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაპირისპირებას 65 574 ადამიანი დაესწრო. შეხვედრა ფრანგულმა გუნდმა 4:0 მოიგო. „ინტერისა“ და „ფლუმინენსეს“ მატჩი კი სტადიონიდან მხოლოდ 20 030 გულშემატკივარმა იხილა.

ამ დროისთვის, ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი მადრიდის „რეალისა“ (64 906) და პსჟ-ს (62 630) თამაშებს აქვს.

რაც შეეხება სტადიონებს, ყველაზე მეტი, საშუალოდ 55 099 ადამიანი მაიამიში მდებარე Hard Rock Stadium-ზე ჩატარებულ თამაშებზე დადის.

დასწრების საშუალო მაჩვენებელი გუნდების მიხედვით:

  1. „რეალი“ — 64 906
  2. „პარი სენ-ჟერმენი“ — 62 630
  3. „ინტერ მაიამი“ — 54 800
  4. „ატლეტიკო“ — 51 749
  5. „ბოკა ხუნიორსი“ — 45 353
  6. „ალ აჰლი“ — 45 333
  7. „ბაიერნი“ — 44 735
  8. „სიეტლი“ — 44 138
  9. „პალმეირასი“ — 44 006
  10. „მანჩესტერ სიტი“ — 43 617

მსგავსი