მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ცნობილია მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი #1TVSPORT
აშშ-ში მიმდინარე ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია.
მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ანგარიშით, 5:2 დაამარცხა. იტალიელთა კარში გოლები დოკუმ, ჰალანდმა, ფოდენმა და სავინიომ გაიტანეს, ავტოგოლი კალულუს ანგარიშზეა. „იუვენტუსის“ მხრიდან კი თავი კოოპმაინერსმა და ვლაჰოვიჩმა გამოიჩინეს. ამავე ჯგუფში „ალ აინმა“ „ვიდადს“ 2:1 სძლია. შედეგად, G ჯგუფში პირველი ადგილი „სიტიმ“ დაიკავა, ხოლო მეორე – „იუვენტუსმა“.
H ჯგუფი მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. ალონსოს გაწვრთნილებმა „ზალცბურგი“ 3:0 ვინისიუსის, ვალვერდესა და გარსიას გოლებით დაამარცხეს. „ალ ჰილალმა“ 2:0 მოუგო „პაჩუკას“ და მეორე ადგილზე გავიდა. გოლები ალ დავსარიმ და მარკოს ლეონარდომ გაიტანეს.
მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი:
„პალმეირასი“ – „ბოტაფოგო“ | 28 ივნისი, 20:00 საათი
„ბენფიკა“ – „ჩელსი“ | 29 ივნისი, 00:00 საათი
პსჟ – „ინტერ მაიამი“ | 29 ივნისი, 20:00 საათი
„ფლამენგო“ – „ბაიერნი“ | 30 ივნისი, 00:00 საათი
„ინტერი“ – „ფლუმინენსე“ | 30 ივნისი, 23:00 საათი
„ალ ჰილალი“ – „მანჩესტერ სიტი“ | პირველი ივლისი, 05:00 საათი
„რეალი“ – „იუვენტუსი“ | პირველი ივლისი, 23:00 საათი
„დორტმუნდი“ – „მონტერეი“ | 2 ივლისი, 05:00 საათი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.