მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „რივერ პლეიტმა“ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, სერხიო რამოსმა „ინტერს“ გაუტანა #1TVSPORT
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „რივერ პლეიტმა“ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, სერხიო რამოსმა „ინტერს“ გაუტანა #1TVSPORT

აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება.

E ჯგუფში არგენტინული „რივერ პლეიტი“ იაპონურ „ურავა რედსს“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. არგენტინელთა მხრიდან გოლები კოლიდიომ, დრიუსიმ და მესამ გაიტანეს, ხოლო აზიელთა მხრიდან თავი მატსუომ პენალტით გამოიჩინა.

ამავე ჯგუფში მექსიკური „მონტერეისა“ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტის, მილანის „ინტერის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მექსიკური გუნდი ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა 25-ე წუთზე დააწინაურა. მან გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. „ინტერის“ რიგებიდან ანგარიში 42-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაათანაბრა. შედეგად, E ჯგუფს სათავეში 3 ქულით „რივერ პლეიტი“ ჩაუდგა.

F ჯგუფში გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელმა, „მამელოდი სანდაუნსმა“. სამხრეთაფრიკელებმა სამხრეთ კორეის „ულსანი“ 1:0 დაამარცხეს. გოლი 36-ე წუთზე რეინერსმა გაიტანა.

ასევე F ჯგუფში დორტმუნდის „ბორუსიისა“ და ბრაზილიური „ფლუმინენსეს“ მატჩი 0:0 დასრულდა. ჯგუფის ლიდერი პირველი ტურის შემდეგ 3 ქულით „მამელოდი სანდაუნსია“.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:

18 ივნისი, 20:00 | „მანჩესტერ სიტი“ – „უიდადი“ (G ჯგუფი)

18 ივნისი, 23:00 | მადრიდის „რეალი“ – „ალ ჰილალი“ (H ჯგუფი)

19 ივინისი, 02:00 | „პაჩუკა“ – „ზალცბურგი“ (H ჯგუფი)

19 ივნისი, 05:00 | „ალ აინი“ – „იუვენტუსი“ (G ჯგუფი)

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.