მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ლიონელ მესიმ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა, „ინტერ მაიამიმ“ „პორტუ“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება.

A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ „პორტუ“ 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში პორტუგალიელები სამუმ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში ამერიკულმა გუნდმა ორი გოლი გაიტანა. თავი ჯერ სეგოვიამ გამოიჩინა 47-ე წუთზე, ხოლო 54-ე წუთზე ლიონელ მესიმ ჯარიმიდან ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ამავე ჯგუფში ბრაზილიურმა „პალმეირასმა“ ეგვიპტურ „ალ აჰლის“ 2:0 მოუგო. აბუ ალიმ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო ფლაკო ლოპესმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შედეგად, A ჯგუფში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე „პალმეირასია“ 4 ქულით, ასევე 4 ქულა აქვს „ინტერ მაიამის“, ხოლო „პორტუ“ და „ალ აჰლი“ ერთი ქულით მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ. მესამე ტურში ერთმანეთს ამერიკული და ბრაზილიური გუნდები შეხვდებიან.

B ჯგუფში მოულოდნელად დამარცხდა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს 1:0 ბრაზილიურმა „ბოტაფოგომ“ სძლია, გოლი 36-ე წუთზე იგორ ჟეზუსმა გაიტანა.

ჯგუფის მეორე მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ „სიეტლ სანდერსს“ 3:1 მოუგო. ბარიოსმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ვიტსელმა გაიტანა, ხოლო ამერიკელთა მხრიდან თავი რუსნაკმა გამოიჩინა. B ჯგუფის ლიდერი 2-დან 2 გამარჯვებითა და 6 ქულით „ბოტაფოგოა“, 3-3 ქულით მეორე ადგილს პსჟ და „ატლეტიკო“ იყოფენ. ბოლო ტურში პარიზელები „სიეტლ სანდერსს“ შეხვდებიან, ხოლო „ატლეტიკო“ – „ბოტაფოგოს“.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:

20 ივნისი, 20:00 | „ბენფიკა“ – „ოკლენდი“ (C ჯგუფი)

20 ივნისი, 22:00 | „ფლამენგო“ – „ჩელსი“ (D ჯგუფი)

21 ივნისი, 02:00 | „ლოს ანჯელესი“ – „ესპერანს ტუნისი“ (D ჯგუფი)

21 ივნისი, 05:00 | „ბაიერნი“ – „ბოკა ხუნიორსი“ (C ჯგუფი)

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.