მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო - „ალ აჰლისა“ და „ინტერ მაიამის“ მატჩი ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ამერიკული „ინტერ მაიამისა“ და ეგვიპტური „ალ აჰლის“ შეხვედრით დაიწყო. მაიამიში ჩატარებული A ჯგუფის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე რეალური მომენტი კი ეგვიპტელებს 43-ე წუთზე შეექმნათ, პენალტიდან ტრეზეგეს დარტყმული ბურთი „ინტერ მაიამის“ მეკარემ, ოსკარ უსტარიმ მოიგერია.
A ჯგუფში, „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ გარდა, პორტუგალიური „პორტუ“ და ბრაზილიური „პალმეირასი“ თამაშობენ. პირველ ტურში მათი მატჩი 16 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.
შეგახენებთ, რომ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს პირველი არხის პლატფორმებზეა შესაძლებელი.