მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „ბენფიკამ“ „ბაიერნი“ დაამარცხა, „ჩელსიმ“ ტუნისის წარმომადგენელს სძლია #1TVSPORT
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „ბენფიკამ“ „ბაიერნი“ დაამარცხა, „ჩელსიმ“ ტუნისის წარმომადგენელს სძლია #1TVSPORT

აშშ-ში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა.

C ჯგუფში პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ მიუნხენის „ბაიერნი“ 1:0 შელდერუპის გატანილი გოლით დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია „ბაიერნმა“ დაიკავა. ამავე ჯგუფში „ბოკა ხუნიორსისა“ და „ოკლენდის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, ამ გუნდებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს.

D ჯგუფში ლონდონის „ჩელსიმ“ ადარაბიოიოს, დელაპისა და ჯორჯის გოლებით „ესპერანს ტუნისს“ 3:0 სძლია, ხოლო „ფლამენგოსა“ და „ლოს ანჯელესის“ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა (1:1). შედეგად, გაირკვა, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით „ფლამენგო“ გავიდა, ხოლო „ჩელსიმ“ მეორე ადგილი დაიკავა.

28 ივნისს მერვედფინალში „ჩელსი“ „ბენფიკას“ შარლოტში შეხვდება, „ფლამენგო“ კი მიუნხენის „ბაიერნს“  29 ივნისს მაიამიში დაუპირისპირდება. ამ წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში პსჟ-სა და „ინტერ მაიამის“ შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:

25 ივნისი, 23:00 | „დორტმუნდი“ – „ულსანი“ (F ჯგუფი)

25 ივნისი, 23:00 | „მამელოდი სანდაუნსი“ – „ფლუმინენსე“ (F ჯგუფი)

26 ივნისი, 05:00 | „ინტერი“ – „რივერ პლეიტი“ (E ჯგუფი)

26 ივნისი, 05:00 | „ურავა“ – „მონტერეი“ (E ჯგუფი)

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.