მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „ბაიერნმა“ და „ფლამენგომ“ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს #1TVSPORT
აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება.
C ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბოკა ხუნიორსი“ 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. გერმანული გუნდის მხრიდან შეხვედრაში გოლები ჰარი კეინმა და მაიკლ ოლისემ გაიტანეს, ხოლო არგენტინელთაგან თავი მიგელ მერენტიელმა გამოიჩინა.
ამავე ჯგუფში „ბენფიკამ“ ტურნირის აუტსაიდერი „ოკლენდ სიტი“ 6:0 დაამარცხა. პორტუგალიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 ანხელ დი მარიას პენალტიდან გატანილი გოლით მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში თავი პავლიდისმა, სანჩესმა, ბარიელომ (ორჯერ) და ისევ დი მარიამ გამოიჩინეს. შედეგად, „ბაიერნს“ ბოლო ტურის წინ 6 ქულა აქვს, „ბენფიკას“ – 4, ხოლო „ბოკა ხუნიორსს“ – ერთი.
D ჯგუფში „ფლამენგომ“ ლონდონის „ჩელსის“ 3:1 მოუგო და მერვედფინალში ბრაზილიური გუნდიც ითამაშებს. ინგლისელები შეხვედრის პირველ ტაიმში ნეტუმ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი ინგლისელთა კარში გოლები ბრუნო ენრიკემ, დანილომ და ვოლას იანმა გაიტანეს.
ამავე ჯგუფში „ლოს ანჯელესი“ „ესპერანს ტუნისთან“ 0:1 დამარცხდა. აფრიკული გუნდის მხრიდან მატჩის ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ბელაილმა გაიტანა. D ჯგუფში ბოლო ტურის წინ 6 ქულით პირველ ადგილზე „ფლამენგოა“, ხოლო მეორეადგილოსანის ვინაობას 3-3 ქულით მყოფი „ჩელსი“ და „ესპერანს ტუნისი“ გაარკვევენ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:
21 ივნისი, 20:00 | „მამელოდი სანდაუნსი“ – „დორტმუნდი“ (F ჯგუფი)
21 ივნისი, 23:00 | „ინტერი“ – „ურავა რედსი“ (E ჯგუფი)
22 ივნისი, 02:00 | „ფლუმინენსე“ – „ულსანი“ (F ჯგუფი)
22 ივნისი, 05:00 | „რივერ პლეიტი“ – „მონტერეი“ (E ჯგუფი)
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.