მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მიუნხენში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნითი ეტაპის მატჩებს 18-19 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ჩაატარებს.
ტურნირზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი გერმანიის, ურუგვაისა და პაპუა ახალი გვინეის ნაკერებები იქნებიან. B ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა მოხვდნენ, C ჯგუფში კი – კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.
მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ორი ეტაპის შემდეგ სერიას 36 ქულით ურუგვაი ლიდერობს. მან პირველ ეტაპზე (დუბაიში) მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მონტევიდეოში ეტაპის გამარჯვებული გახდა.
საქართველო ნაკრებმა დუბაის ეტაპზე ურუგვაი ჯგუფში 12:10 დაამარცხა, გერმანიას (რომელიც 26 ქულით მე-4 ადგილზეა) წელს პირველად ეთამაშება, პაპუა ახალ გვინეას (4 ქულით მე-11 ადგილზეა) დუბაიში – 19:10, მონტევიდეოში კი 26:7 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დუბაიში მე-8, ხოლო მონტევიდეოში მე-9 ადგილი დაიკავა და ჯამში 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.