მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | ავსტრალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ტურნირის პირველ მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ 29 ივნისს ჩაატარებენ, შეხვედრა ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა დონეზე ეს საქართელოსა და ავსტრალიის ნაკრებების პირველი დაპირისპირებაა.
მატჩამდე 48 საათით ადრე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ 23-კაციან განაცხადში ცხრა ლეგიონერია, მათგან შვიდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
თამაზ ჭამიაშვილი, დავით მჭედლიძე, ნიკა ლომიძე, თორნიკე ღანიაშვილი, ლუკა კობაური, ლუკა ხორბალაძე და ლუკა ცირეკიძე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც თამაშობდნენ, დანარჩენებს კი ტურნირზე დებიუტი ექნებათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიასთან მატჩისთვის:
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მატჩების განრიგი მსოფლიო თასზე:
29 ივნისი, 18:30 | საქართველო – ავსტრალია
4 ივლისი, 16:00 | საქართველო – ირლანდია
9 ივლისი, 18:30 | საქართველო – იტალია