მსოფლიო რაგბი ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარებაზე მსჯელობს
მსოფლიო რაგბი ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარებაზე მსჯელობს

მსოფლიოში კორონავირუსის გამო, სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია. გაუქმდა არაერთი მნიშნველოვანი ტურნირი. რა ბედი ეწევა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარდეს, ჯერჯერობით უცნობია.

რაგბიში ჯერჯერობით ოლიმპიადის სამი დარჩენილი საგზური არ გათამაშებულა. მათ შორის 2 ლიცენზია ქალთა ნაკრებებისთვის, ერთი კი მამაკაცთა გუნდითვის. მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია აღნიშნულ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს.

ბილ ბომონტი (მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე)

„ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის მატჩები კორონავირუსის გამო, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ ჩატარდება და ტურნირის გადადება მოგვიწია. ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდეს და ოლიმპიადის სამი დარჩენილი ლიცენზია გათამაშდეს“.

შეგახსენებთ, რომ იაპონაიში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით არის ჩანიშნული. ოლიმპიური ცეცხლი ამომავალი მზის ქვეყანაში ორი დღის წინ, სპეციალური რეისით ჩაიტანეს. მისი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით 26 მარტიდან იგეგმება და 121 დღეში, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე დასრულდება.