მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში შეჭრისა და ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს
მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში შეჭრისა და ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს

მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქი ბართლომე უკრაინაში შეჭრისა და ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, მსოფლიო ხედავს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას და აღფრთოვანებულია მათი სასტიკი წინააღმდეგობით უსირცხვილო დამპყრობლის წინააღმდეგ.

„ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების გაბედულ რეაქციას სისხლისღვრაზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს, და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს. შეჭრა და ომი ახლავე უნდა დასრულდეს და უნდა მიეცეს ახალი შესაძლებლობა დიალოგს. ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ახლა მშვიდობის კანონია“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.