მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის ვიზიტს მსვლელობით აპროტესტებენ
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის ვიზიტს მსვლელობით აპროტესტებენ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე ათასობით ანტიკაპიტალისტი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაგეგმილ ვიზიტს საპროტესტო მსვლელობით ხვდება.

„ტრამპ, შენ აქ არ გელიან“ – ამ ლოზუნგით დემონსტრაცია 23 იანვარს საღამოს გაიმართა.

ტრამპი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით 26 იანვარს გამოვა. ეს გლობალური ბიზნესისა და პოლიტიკური ლიდერების ყოველწლიური შეკრების ადგილია.

დემონსტრანტების რაოდენობა, ციურიხის პოლიციის მონაცემებით, დაახლოებით 2000-ს შეადგენს.

მსვლელობა მათ ციურიხის ფინანსური რაიონის მიმართულებით მოაწყვეს, სადაც პოლიციამ ბანკირები მოსალოდნელი საპროტესტო აქციის შესახებ გააფრთხილა.