მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა #1TVSPORT

19:24, 29.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ჰონ მიუნ-ბომ სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

სპეციალისტმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა: „მივდივარ ეროვნული გუნდიდან. პატიებას ვითხოვ კორეული ფეხბურთის თითოეული ქომაგისგან, რადგან მათი მოლოდინების გამართლება და სასურველი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით“.

მუნდიალზე აზიელებმა ჩეხეთს კი მოუგეს, თუმცა მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან დამარცხდნენ, რამაც მათი ტურნირიდან ნაადრევად გამოთიშვა განაპირობა.

მიუნ-ბო სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს 2013-2014 და 2024-2026 წლებში ედგა სათავეში, იქამდე კი საფეხბურთო კლუბ „ულსანს“ ხელმძღვანელობდა.

მსგავსი