მსოფლიო ჩემპიონატზე უსინათლოთა ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი უსინათლოთა ძალოსნობაში.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ყველა მოძრაობის ჯამში თორმეტი მედალია. ქართველი პარასპორტსმენი მირიან ოგნაძე ოთხი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და წოლჭიმში ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა (213კგ).
ამავე ტურნირზე ზაზა მარტიაშვილმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გიორგი მაისურაძე კი სამი ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.