მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ვენესუელას ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ვენესუელას ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ვენესუელას კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო დურომ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მაიკლ კარერა (ფორვარდი, მოვისტარ ესტუდიანტესი, ესპანეთი), ლუის კარილიო (ცენტრი, სპარტანს დისტრიტო კაპიტალსი, ვენესუელა), პედრო ჩოურიო (მსროლელი, პანტერას დე მირანდა, ვენესუელა), ანიელო კისნეროსი (მცველი, კოკოდრილოს დე კარაკასი, ვენესუელა), ნესტორ კოლმენარესი (ფორვარდი, ტროტამუნდოს კარაბობო, ვენესუელა), დავიდ კუბილანი (მცველი, გვაკიერეს დე მარგარიტა, ვენესუელა), ვინდი გრატეროლი (ცენტრი, გვაკიერეს დე მარგარიტა, ვენესუელა), ეისლერ გილენტი (მცველი, გუაროს დე ლარა, ვენესუელა), ანდრეს მარერო (მცველი, ლა სალე ექსპლორერსი, აშშ), ედგარ მარტინესი (ფორვარდი, ტროტამუნდოს დე კარაბობო, ვენესუელა), ხოსე მატერანი (ფორვარდი, პატო ბასკეტი, ბრაზილია), ენრიკე მედინა (ცენტრი, NBA აკადემია, ავსტრალია), ანტონი პერესი (ფორვარდი, გლადიადორეს დე ანცოტეგი, ვენესუელა), ფრანგერ პირელა (მცველი, მარინოს დე ანცოტეგი, ვენესუელა), ფაბრიციო პულიატი (ფორვარდი, სტელა აძურა, იტალია), მიგელ რუისი (ფორვარდი, პანტერას დე მირანდა, ვენესუელა), იოანერ სიფონტესი (ფორვარდი, სპარტანას დისტრიტო კაპიტალი, ვენესუელა), გარლი სოხო (მცველი, ბრონკოს დე კარაკასი, ვენესუელა), კენდერ ურბინა (მცველი, სპარტანას დისტრიტო კაპიტალი, ვენესუელა), გრეგორი ვარგასი (მცველი, გლადიადორეს დე ანცოატეგი, ვენესუელა), იორჰან ზამორა (მცველი, ტროტამუნდოს დე კარაბობო, ვენესუელა)

დუროს სიაში მყოფი 21 კალათბურთელიდან – მაიკლ კარერა, პედრო ჩოურიო, ნესტორ კოლმენარესი, ვინდი გრატეროლი, ეისლერ გილენტი, ანტონი პერესი, მიგელ რუისი, გრეგორი ვარგასი და ჟორან ზამორა გასულ მუნდილაზეც მონაწილეობდნენ, რომელიც ჩინეთში ჩატარდა და ვენესეულამ 32 გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

სამხრეთ ამერიკის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდის საუკეთესო მექულეები კარერა (11.6 ქულა) და ზამორა (10.9 ქულა) იყვნენ.

ვენესუელას ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ნესტორ კოლმენარესია, ის უკვე ათ წელზე მეტია ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს და მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ქვეყნის მოხვედრაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ვენესუელას ნაკრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

26 აგვისტო – სლოვენია V ვენესუელა
28 აგვისტო – ვენესუელა Vკაბო ვერდე
30 აგვისტო – საქართველო V ვენესუელა

საქართველოს, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში არიან და თავიანთ შეხვედრებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაატარებენ. მუნდიალის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებენ.