მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს მიერ ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, ჰააგაში ათზე მეტი ადამიანი დააკავეს (ვიდეო)
სამშაბათს დილით, როდესაც მაროკოელი ფეხბურთის გულშემატკივრები ჰააგის ქუჩებში ნიდერლანდების ნაკრებზე თავიანთი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად გამოვიდნენ, ამ ნიადაგზე მომხდარი არეულობის დროს 13 პირი დააკავეს.
მაროკომ ნიდერლანდები, დამატებითი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში დაამარცხა. ამან მაროკოელ გულშემატკივრებს უბიძგა, სხილდერსვეიკის (Schilderswijk) რაიონში ზეიმი მოეწყოთ, რომლის დროსაც მძლავრი ფოიერვერკები გაუშვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი პირი სამართალდამცველების მიმართულებით პნევმატური იარაღიდან სროლის გამოა დაკავებული.
სტატიის ავტორი: ჯენი ჰაუსენი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU – European Broadcasting Union)
ვიდეოს ავტორი: მარკ ვურფბეინი