მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე დღე იაპონელთა ტრიუმფით დასრულდა #1TVSPORT

22:08, 07.06.2021

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ორივე ოქროს მედალი იაპონელებმა მოიპოვეს.

66კგ-ში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ჯოშირო მარუიამამ ტიტულის დაცვა შეძლო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან რეიტინგის პირველი ნომერი იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა. ასევე იაპონელის გამარჯვებით დასრულდა დღევანდელი ქალების ასპარეზობაც. 52კგ-ში აი შიშიმე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. ფინალში იაპონელმა ესპანელი ანა პერეზ ბოქსი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამმა ქართველმა იასპარეზა და სამივე მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც რეიტინგის მესამე ნომერია, მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსან მოულოდნელად დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო ჩემპიონატს ასევე დაემშვიდობნენ – 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ამავე წონაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილიც.

მსგავსი